''სს ევექსის ჰოსპიტლები'' აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგიური სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში
''სს ევექსის ჰოსპიტლები'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე (შაბათი-კვირა დასვენება);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის მენეჯმენტთან და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ოფთალმოლოგიური ცენტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრა;
- განყოფილებაში მიმდინარე პროცესების გამართვა: მედპერსონალის სამუშაო გრაფიკი, ბუქინგები, პაციენტების ნაკადების/რიგების მართვა და ხარვეზების დროულად და ეფექტურად აღმოფხვრა;
- განყოფილების საკადრო პოლიტიკის მართვა;
- მარკეტინგული აქტივობების კოორდინირება ოფთალმოლოგიის მიმართულებით;
- პოლიკლინიკების პაციენტთა ნაკადების ოპტიმალური მართვა/პაციენტების მოზიდვა;
- განყოფილებაში დისციპლინური პროცესების კონტროლი;
- შესაბამის კლინიკურ მიმართულებასთან კოორდინაცია კლინიკაში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებზე და კომპანიისათვის სტრატეგიული პროექტების დანერგვაზე ჰოსპიტალში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი მედიცინის დარგში (სამკურნალო დარგში);
- სავალდებულოა მაგისტრის ხარისხი, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური უნარები;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება;
- გუნდის მართვის კომპეტენცია;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 ივნისი 2021 წელი
''სს ევექსის ჰოსპიტლები'' მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

აპლიკაციის გაგზავნა