ნევროლოგი

კავკასიის მედიცინის ცენტრი  აცხადებს ვაკანსიას ნევროლოგის პოზიციაზე თბილისში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა:
თბილისი, ‘’კავკასიის მედიცინის ცენტრი’’, ქავთარაძის ქ. 23

 

სამუშო გრაფიკი:16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს (შაბათის/კვირის შემთხვევაში 24სთ); 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
  • პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
  • პაციენტის მართვა , ნევროლოგიური დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:

  • სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 იანვარი 2020         



კავკასიის მედიცინის ცენტრი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კავკასიის მედიცინის ცენტრის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line