მთავარი ბუღალტერი

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“ (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა) აცხადებს  მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას თბილისში

სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული გატარების შესრულება და მონიტორინგი;
  • ყოველდღიური საბუთების და შედარების აქტების წარმოება;
  • ყოველთვიური ხელფასების დაანგარიშება;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება ვადებში;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა; ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავლებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  (სავალდებულოა ფინანსების/ბუღალტრული მიმართულებით);
  • ფინანსური ანგარიშგებისადა ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება  ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლისა;
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( MS Word, MS Excel);
  • სავალდებულოა ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ACCA-ის სერთიფიკატი.

 

   დამატებითი მოთხოვნები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშობის უნარი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  5 თებერვალი, 2020

 

 

„ევექსის ჰოსპიტლები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line