“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) აცხადებს მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და მოდელირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- დიდი მოცულობის მონაცემების SQL ბაზებში მოძიება, ამოღება, სტატისტიკური დამუშავება;
- ბიზნეს პროცესების შესწავლა, ძირითადი პარამეტრების იდენტიფიკაცია, ოპტიმალური პარამეტრების სტატისტიკური გამოთვლა;
- მონაცემების და პროცესების მოდელირება, სიმულირება, ოპტიმალური მაჩვენებლების იდენტიფიკაცია;
- დამუშავების პროცესში Outlier-ების იდენტიფიკაცია და მათი გათვალისწინება დათვლების დროს;
- იდენტიფიცირებული პარამეტრების ბიზნესების წარმომადგენლებისთვის გაზიარება/პრეზენტაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკა, სტატისტიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები);
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დიდი მოცულობის მონაცემების სტატისტიკური დამუშავების გამოცდილება;
- SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- Descriptive, Diagnostic,Predictive, Prescriptive ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა მოდელირების/ტრანსფორმაციის ცოდნა;
- რეპორტინგის და ანალიტიკის გამოცდილება
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა.
- სასურველია R, Python ან მსგავს სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს რეპორტინგი, PowerBI
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
- შედეგზე ორიენტირების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 მაისი, 2021
მეილის სათაურში მიუთითეთ: “მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და მოდელირების სპეციალისტი”
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა