მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტი

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG)   აცხადებს მონაცემთა დამუშავების და ანალიტიკის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

    ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემების მოდელირება რეპორტინგის მოთხოვნების შესაბამისად;
  • Power BI-ში ერთჯერადი და ავტომატურად განახლებადი რეპორტების შექმნა;
  • Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღებისთვის აპლიკაციის მხარეების მონაცემთა ბაზების შესწავლა;
  • Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის წამოღება შესაბამისი მონაცემთა ბაზებიდან;
  • Data Warehouse-ის ყოველდღიური განახლების მონიტორინგი;
  • Power BI-ის ავტომატური რეპორტების განახლებების მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის Power BI-ის რეპორტებთან და მონაცემთა ბაზებთან წვდომების უზრუნველყოფა IT-სთან თანამშრომლობით.

 

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, ფინანსები);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ქსელებზე, მონაცემთა ბაზებზე და Cloud-ზე წვდომების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა მოდელირების/ტრანსფორმაციის ცოდნა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  12 აგვისტო, 2020

 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები 

1.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.
 
2. ასევე კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ დამსაქმებელს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომელმაც დასაქმების შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. ამასთან, კანდიდატი სრულად აცნობიერებს, რომ წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის ჩათვლით.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ დატოვებული მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line