‘’სს ევექსის კლინიკები’’ აცხადებსვაკანსიას მიმღების ექიმის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პაოლო იაშვილის ქ. # 9/11, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;
ძირითადი მოვალეობები
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება, წინასწარი დიაგნოზის დასმა;
- პაციენტის მდგომარეობის დასტაბილება მიმღებში;
- პაციენტის შესაბამის განყოფილებაში მოთავსება;
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- სავალდებულოა სახელმწიფო ლიცენზია თერაპევტის სპეციალობით;
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 ივლისი, 2019
‘’სს ევექსის კლინიკები’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სს ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.