კვების ადმინისტრატორი - ი. ბოკერიას ჰოსპიტალში

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს კვების ადმინისტრატორის  ვაკანსიას თბილისში

ევექსის ჰოსპიტლებიყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის #1

 

სამუშოგრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულების ყველა შესაბამისი განყოფილებიდან  მიღებულები შეკვეთების კონსოლიდირება, აღრიცხვა და შეკვეთების დოკუმენტირება შესაბამის რეესტრში;
  • საკვების მიღების პროცესის კოორდინაცია, ხელმძღვანელობა.
  • საკვების ვარგისიანობისა და კონტეინერების ჰერმეტულობის შემოწმებაზე პასუხისმგებლობა;
  • მიღებული შეკვეთის სისწორის შემოწმება (რაოდენობა და მაგიდების სახეობები);
  • მიღებული საკვების შემოწმების შემდეგ შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმება და დასაწყობება/შენახვა წინასწარ განსაზღვრული „შენახვის წესის“ შესაბამისად;
  • მიღების პროცესში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენა, რეესტრის წარმოება. ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებია კლინიკის მენეჯერისათვის და მომწოდებლისათვის შეტყობინება ელექტრონულად;
  • საწყობის წარმოება: ნაშთების კონტროლი, მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვიანობის წარმოება;
  • განყოფილებების მიერ მოწოდებული შეკვეთების შესაბამისად საკვების დისტრიბუციისთვის მომზადება;
  • მობრუნებული საკვების აღრიცხვა რეესტრში და უტილიზაცია;
  • თვეში ერთხელ ჯამურად შეკვეთილი საკვების რეპორტის მომზადება განყოფილებების მიხედვით და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად კლინიკის მენეჯმენტთან წარდგენა/გაგზავნა.
  • საკვების ჩამომტარებელთა გუნდის მართვა, კოორდინაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშო გამოცდილება საზოგადოებრივი კვების  მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 

  

      დამატებითი მოთხოვნები;

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  3 თებერვალი , 2023

 

დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე : 595 527 862

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
 
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
 
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
 
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
 
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
 
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება;
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line