კლინიკური დირექტორის ასისტენტი

ევექსისჰოსპიტლები“ აცხადებს კლინიკური დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას თბილისში

ევექსისჰოსპიტლები“ ყველაზეფართოჰოსპიტალურიქსელიასაქართველოში

 

სამუშაოსადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის #1

სამუშაოგრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშოდღე

 

ძირითადიმოვალეობები:

  • კორესპონდენციის მართვა :

დირექტორის სახელზე შემოსულ განცხადებაზე/წერილზე რეზოლუციის დადება კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში დირექტორთან შეთანხმება და პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა;

  • კორესპონდენციაზე/დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა :

ხელმოსაწერად მოწოდებული დოკუმენტაციების გავლა, მნიშვნელოვანი საკითხების ჩანიშვნა, დეტალების დაზუსტება დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირთან, სწორად განსაზღვრა ხელმომწერი პირის, შესაბამისი ვიზების უზრუნველყოფა და დოკუმენტის დირექტორისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;

  • დირექტორის კალენდარის მართვა :

შეხვედრების ჩანიშვნა კალენდარში, დაგეგმილი შეხვედრების მხარდაჭერა, შესაბამის დროს შეხვედრების ოთახის დაჯავშნა, საჭირო სამეურნეო/საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფა, სტუმრების დახვედრა. გარე შეხვედრების შემთხვევაში, შესაბამის სასტუმროს, რესტორანის დაჯავშნა, შეხვედრის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

  • საქმიანი კომუნიკაციები, დირექტორის დავალებით;
  • დირექტორის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ, შესყიდვების და ლოგისტიკის საკითხებში.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
  • სასურველია ადმინისტრაციის/ოფისის ასისტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ლიტერალურული ქართულით წერის უნარი და გამართული ქართულით მეტყველება;

 

 პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობისმაღალიგრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიულობა;
  • დეტალებზეორიენტირებულობა.

განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 21 ოქტომბერი, 2022

 

ევექსისჰოსპიტლები   მადლობასგიხდითვაკანტურითანამდებობით დაინტერესებისათვისდაგისურვებთწარმატებებს.

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
 
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
 
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
 
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
 
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
 
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება;
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line