იურისტი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს იურისტის ვაკანსიას თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი

სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  1. კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:
  • კომპეტენციის   ფარგლებში იურიდიული კონსულტაციისა და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • ინიციატორ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
  • დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად აუცილებელი მოქმედებების განხორციელება;
  • კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
  • სასამართლოში, მედიაციაში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება;
  • კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; ახალი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშებისა და რაპორტების მომზადება;
  1. სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;
  2. შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • აუცილებელია იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ჯანდაცვის სექტორში);
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Microsoft office;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • კონფლიქტების მოგვარების უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • მიზანმიმართულობა;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2021

 

 „ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line