ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბათუმში, მათთვის, ვისაც HR-ში დასაქმება სურს.
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ევექსის ჰოსპიტლები „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წევრი კომპანიაა, რომლის აქციები 2015 წლის ნოემბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისთინგშია და წარმატებით ივაჭრება.
რატომ ევექსის ჰოსპიტლებში HR სტაჟრება?
იმიტომ, რომ ევექსის ჰოსპიტლები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა
იმიტომ, რომ კურსს უძღვება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი HR გუნდი
იმიტომ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა
ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?
მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდეს HR გუნდის წევრი.
ვიწვევთ დამწყებ HR-ებს და HR-ით დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!
მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა, პოზიტივი და შემოქმედებითობა!
კურსის ხანგრძლივობა 3 (სამი) თვე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 10:00-18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში მოქნილი გრაფიკი);
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ოქტომბერი, 2019 წელი
„ევექსის ჰოსპიტლები“ გელით გუნდის მომავალ წევრებს!
ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.