საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) აცხადებს HR სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #40
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
პოზიციის ამოცანაა GHG სატელეფონო მომსახურების ცენტრს გაუწიოს ეიჩარ პარნტიორობა, კერძოდ:
- პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა;
- მოქმედი პერსონალის მონაცემების ადმინისტრირება და მართვა;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა;
- შეფასების სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
- თანამშრომლების სასწავლო პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება;
- თანამშრომლების სამოტივაციო სქემის მართვა;
- HR ანალიტიკის წარმოება;
- საჭიროებისამებრ სხვა HR პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სავალდებულოა( პრიორიტეტი მიენიჭება ფსიქოლოგიას, ადამიანური რესურსების მართვას ან ბიზნეს ადმინისტრირებას);
- სამუშო გამოცდილება პრიორიტეტულად სავალდებულოა რეკრუტირებაში არანაკლებ 1 წლისა; სხვა ამოცანების მართვის გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად;
- პრიორიტეტულია შრომის კოდექსის ცოდნა;
- პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- თანამშრომელზე ორიენტაცია, ზრუნვა და მხარდაჭერა;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 თებერვალი
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.