ექთანი კავკასიის მედიცინის ცენტრში

''სს ევექსის ჰოსპიტლები''  აცხადებს ვაკანსიას  ექთნის პოზიციაზე კავკასიის მედიცინის ცენტრში .


''
სს ევექსის ჰოსპიტლები'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

განყოფილებები და გრაფიკები : 
1. გადაუდებელი მედიცინის განყოფილება- გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ;
2. ანესთეზიის განყოფილება- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა;
3. კრიტიკული მედიცინის განყოფილება- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16 ან 24 სთ მორიგეობა;
4. პოსტოპერაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა; 
5. საოპერაციო ბლოკის განყოფილება- 8სთ კვირაში 5დღე/16საათიანი მორიგეობა; 
6. სასტერილიზაციო განყოფილება- გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა;
7. ნევროლოგიის,უროლოგიის,ქირურგიის, შინაგანი მედიცინის  განყოფილების პალატის ექთანი- გრაფიკი: 8სთ კვირაში 5დღე/16 ან 24 სთ მორიგეობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

-          პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;

-          უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;

-          პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.

  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 ნოემბერი, 2021 წელი

''სს ევექსის ჰოსპიტლები'' მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line