დიპლომის შემდგომი მზადებისა და აკრედიტაციის ადმინისტრირების სპეციალისტი

‘’საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას დიპლომის შემდგომი მზადებისა და აკრედიტაციის ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

‘’საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი’’ ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფია საქართველოში, რომელიც კერძო ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერია.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში ერთიანდებიან ისეთი სცნობილი კომპანიები როგორებიცაა: იმედი-L, , ევექსის ჰოსპიტლები,ევექსის კლინიკები, ფარმადეპო, ჯიპისი და მეგალაბი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი განაკვეთი, 5 სამუშაო დღე  

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეზიდენტურასთან დაკავშირებული კომუნიკაციების მართვა სხვადასხვა მხარეებთან: რეზიდენტურის მაძიებლები, აქტიური რეზიდენტები, პროგრამის ხელმძღვანელები, და სხვა;
  • რეზიდენტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება(მაგ:ტესტირება,გასაუბრება);
  • ბაზების დამუშავება და  ანგარიგების მიწოდება დამკვეთებისთვის და სხვა;
  •  დოკუმენტაციის ადმინისტრირება (რეზიდენტურა, სერთიფიცირებული ექიმების გადამზადებები ) ;

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით (მისაღებია ჯანდაცვის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel ;

 

იროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • მიზანმიმართულობა;
  • დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   21 სექტემბერი, 2022

 

‘’საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი’’  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ​​​​​​​ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;


2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,   რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line