დასუფთავების სამსახურის უფროსი

 

ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს დასუფთავების სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში

ევექსის ჰოსპიტლები ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის #23

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური დასუფთავების დაგეგმვა, გრაფიკის შედგენა/განხორციელების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
  • სამედიცინო დაწესებულებისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის რაოდენობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში საწყობთან კომუნიკაცია და მომარაგების უზრუნველყოფა;
  • ფანჯრების, რბილი და მყარი იატაკების წმენდის პროცესის დაგეგმვა, გაწერა და კონტროლი;
  • სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის კოორდინირება და მონიტორინგი;
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა (JCI სტანდარტების შესაბამისად)  და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა, პერიოდული ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
  • კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;

 

საკვალიფიკციო მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება საექთნო ან სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში, დასუფთავების ან საექთნო მიმართულებით;
  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);

 

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2023

 

ევექსის ჰოსპიტლები“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

 

 

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
 
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
 
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
 
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.  მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
 
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
 
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line