ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს ციფრული კომუნიკაციების კოორდინატორის ვაკანსიას თბილისში
ევექსის ჰოსპიტლები ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ციფრული არხებისთვის საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;
- ციფრული სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მართვა და მონიტორინგი;
- სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
- პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა ციფრული პროდუქტების შექმნისა და მართვის პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ციფრული კამპანიების დაგეგმვის/მართვის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- Facebook Ads Manager;
- CMS თან მუშაობის გამოცდილება;
- Google ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება: Analytics, Tag Manager, Search Console;
- SEO (Onpage) საბაზისო ცოდნა (სასურველია);
- Google Ads -საბაზისო ცოდნა (სასურველია);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 სექტემბერი, 2021
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.2. ასევე კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ დამსაქმებელს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომელმაც დასაქმების შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. ამასთან, კანდიდატი სრულად აცნობიერებს, რომ წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის ჩათვლით.3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ დატოვებული მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა