„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს ცენტრალური აფთიაქის უფროსის ვაკანსიას თელავში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, სეხნიაშვილის 1
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების,რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
- განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
- აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის,საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
- აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
- კლინიკისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალებისრაოდენობების განსაზღვრა კლინიკის სერვისების და რესურსების შესაბამისად;
- კლინიკის მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გეგმიური ინვენტარიზაცია;
- აფთიაქში არსებულ მარაგზე – მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
- მედიკამენტების/სახარჯი მასალების მიღება და აღრიცხვა;
- პერმანენტულად ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ სიახლეების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ფარმაციის სპეციალობით;
- სამუშაო გამოცდილება ფარმაციის მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან 5 წლისა ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 ივლისი, 2020
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
აპლიკაციის გაგზავნა