ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი

''სს ევექსის ჰოსპიტლები''  აცხადებს ვაკანსიას  გადაუდებელი მედიცინის ექიმის პოზიციაზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში


''
სს ევექსის ჰოსპიტლები'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას N-21

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი გრაფიკი(შაბათ-კვირა დასვენება)
                          16 საათიანი მორიგეობა(შაბათ-კვირის შემთხვევაში 24 საათი)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
  • შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროტოკოლების განხილვა/დანერგვა ან შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • რეზიდენტებისა და უმცროსი მედპერსონალის სამედიცინო განათლებაში ჩართულობა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაცი ომოთხოვნები:

  • სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში-''ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა'' სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინლისური და რუსული ენის ცოდა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაბის უნარი;
  • სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 ივლისი 2021 წელი    
   

 

''სს ევექსის ჰოსპიტლები''  მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები 

1.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.
 
2. ასევე კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ დამსაქმებელს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომელმაც დასაქმების შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატზე დაკისრებული სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. ამასთან, კანდიდატი სრულად აცნობიერებს, რომ წინამდებარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაეკისროს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის ჩათვლით.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ დატოვებული მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line