„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს არქივარიუსის ვაკანსიას ქუთაისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა / №85
სამუშაო გრაფიკი: 10:30-დან 17:30-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მოწესრიგებული დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან;
- მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში;
- მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი;
- სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი;
- არქივში უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ენერგიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2020
ევექსის ჰოსპიტლები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
აპლიკაციის გაგზავნა