არქივარიუსი - ქუთაისი

„ევექსის ჰოსპიტლები“  აცხადებს არქივარიუსის ვაკანსიას ქუთაისში

„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა / №85

სამუშაო გრაფიკი: 10:30-დან 17:30-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მოწესრიგებული დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან;
  • მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში;
  • მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი;
  • სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი;
  • არქივში უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

         პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2020          

 

ევექსის ჰოსპიტლები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

           

 

აპლიკაციის გაგზავნა

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი გაგზავნილია

განაცხადი ვერ გაიგზავნა

ფაილის მიბმა
თქვენი რეზიუმე წარმატებით აიტვირთა ! გისურვებთ წარმატებებს !
თქვენი განაცხადი ვერ გაიგზავნა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: hot_line