''სს ევექსის ჰოსპიტლები'' აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში .
''სს ევექსის ჰოსპიტლები'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 8 საათიანი , კვირაში 5 დღე ;
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკური და არაკლინიკური/დამხმარე/საორგანიზაიო პროცესების მონიტორინგი, კოორდინაცია;
- ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და პაციენტზე ორიენტირებულობით შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა;
- ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვის პროცესის კოორდინაცია ქსელის შესაბამისი მიმართულების დეპარტამენტის დირექტორთან (და სხვა ჩართულ თანამშრომლებთან) კოორდინირებით;
- პაციენტის მომსახურების სტანდარტის სიღრმისეულად ცოდნა, შესრულება და თანამშრომლების მიერ სტანდარტის შესრულების კონტროლი კლინიკაში დასაქმებული ყველა თანამშრომლისათვის;
- ამბულატორიის ფარგლებში შიდა ინსტრუქციების, ადმინისტრაციული ბრძანებებისა და პროცედურების შექმნა და შესრულების კონტროლი;
- უწყვეტი ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა ;
- სამედიცინო დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური საკითხების მართვა დანერგილი პროცედურების, პოლიტიკების და ინსტრუქციების შესაბამისად;
- სამედიცინო დოკუმენტაციის (მაგ: ისტორია, ფორმა #100 და სხვა) წარმოების სისრულის და ვადების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ბიზნესის მართვის მიმართულებით; სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტში, ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სერვიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, Word, Power Point
- ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის - ბაზისური;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაბის უნარი;
- სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდის მართვის კომპეტენცია;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი, 2023 წელი
''სს ევექსის ჰოსპიტლები'' მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
აპლიკაციის გაგზავნა