ევექსის ჰოსპიტლები აცხადებს ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიას თბილისში
ევექსის ჰოსპიტლები ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- მივლინებისა და მგზავრობის პროცესის მხარდაჭერა, როგოც საქართველოში, ისე საზღვარგართ;
- კორესპონდენციის მართვა;
- კორესპონდენციაზე/დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- საქმიანი კომუნიკაციები, ხელმძღვანელის დავალებით;
- ხელმძღვანელის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ, შესყიდვების და ლოგისტიკის საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ადმინისტრაციის/ოფისის ასისტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
- სავალდებულოა ლიტერალურული ქართულით წერის უნარი და გამართული ქართულით მეტყველება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 აგვისტო, 2019
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.