ხერხემლის ცენტრი

მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ხერხემლის სამკურნალო ცენტრიც ფუნქციონირებს, სადაც ყველა სირთულის დეფორმაციისა და პათოლოგიის როგორც ოპერაციული, ასევე კონსერვატიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ხორციელდება.

ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, ის ორგანიზმის ზრდისა და განვითარების მანძილზე ფორმირდება, ჩამოყალიბება კი 22 წლის ასაკისთვის სრულდება

რაც უფრო პატარაა ბავშვის ასაკი, მით უფრო მდიდარია მისი ძვლოვანი ქსოვილი ხრტილოვანი ნივთიერებით.

ერთი წლის ბავშვის ხერხემლის მალების ძირითად მასას ხრტილოვანი ნივთიერება შეადგენს.

მოგვიანებით, თინეიჯერობისას, ძვლოვანი წერტილები ფირფიტების სახით ჩნდება,
ხოლო შემდეგ 20 წლიდან მალები გაძვალებას განიცდის.

სწორედ თითოეული აღნიშნული თავისებურებაა გასათვალისწინებელი ბავშვთა ასაკში ხერხემლის პათოლოგიების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობენ ბავშვთა ასაკში ხერხემლის ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიებს, მათ შორის:
  • სქოლიოზი - იდიოპათიური, თანდაყოლილი, პოსტ-ტრავმული ნეიროფიბრომატული, ნეირომუსკულარული, სპინალური ამიოტროფიით, დუშენის დაავადებით გამოწვეული;
  • კიფოზი;
  • არამდგრადი ხერხემლის მკურნალობა;
  • მალთაშუა დისკის თიაქრის მკურნალობა;
  • კუდუსუნის დეფორმაციები, მათ შორის პოსტტრავმული;
  • კისერმრუდობა;
  • ნეკნოვანი კუზი