უროლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში ღია და ლაპარასკოპიული წესით, ყველა სახის უროლოგიული ოპერაცია ტარდება

პედიატრიული ასაკში უროლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით, ჰოსპიტალში სხვადასხვა პათოლოგიას მკურნალობენ, როგორიცაა გავრცელებული შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ონკოუროლოგიური დაავადებები, ტრანსურეთრული ოპერაციები (შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე). 

აღსანიშნავია რომ პედიატრიულ ურგენტულ უროლოგიაში მხოლოდ აღნიშნული კლინიკა ახორციელებს პაციენტების მიღებას. აგრეთვე, აქ ტარდება ენდოსკოპიური კვლევები (სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია,ურეთროსკოპია,აღმავალი ცისტოურეთროგრაფია).
რაც შეეხება ლაპარასკოპიულ ოპერაციას, მას მიმართავენ ზედა საშარდე გზების (ჰიდრონეფროზი,შარდ--კენჭოვანი დაავადება), ასევე სასქესო სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიების (ჰიდროცელე,ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი,ვარიკოცელე,საზარდულის არხის თიაქარი) დროს.

ღია ოპერაციული წესით კი კეთდება ისეთი რთული თანდაყოლილი პათოლოგიების დაძლევისკენ მიმართული ოპერაციები, როგორებიცაა:

  • ჰიდრონეფროზი
  • ურეთეროჰიდრონეფროზი
  • თანდაყოლილი რეფლუქს უროპათია
  • თირკმლის კისტოზური დაავადება
  • შარდ-კენჭოვანი დაავადება
  • შარდის ბუშტის დივერტიკული,ურეთეროცელე,ბუშტ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქციული პათოლოგიები
  • შარდის ბუშტის ექსტროფია


აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევა 1 წლამდე ასაკის პატარებში მეტად რეკომენდებულია, მით უფრო მაშინ, როცა თანამედროვე მედიცინაში პრობლემების ჩამონათვალის ასაკი გაახალგაზრდავებულია (უკავშირდება გენეტიკას, ეკოლოგიას თუ სხვა გამომწვევ ფაქტორებს) რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, მცირე ასაკში ის გაცილებით იოლად მიმდინარეობს.