უროლოგია

ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიური განყოფილება გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლინიკა გამოირჩევა
თანამედროვე საოპერაციო ოთახებიტ და პოსტოპერაციული მოვლის სერვისებით. ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიის დეპარტამენტი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობას:
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები;
  • პროსტატის ჰიპერპლაზია;
  • ონკოუროლოგიური დაავადებები;
  • უროლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები ენდოსკოპიური და ღია წესით.
ენდოსკოპიური ოპერაციებიდან სამედიცინო ცენტრში ტარდება:
  • ტრანსურეთრული ოპერაციები (პროსტატაზე, შარდის ბუშტზე, შარდსაწვეთზე);
  • ობსტრუქციული უროპათიის ოპერაციები (შარდსაწვეთის სტენტირება);
  • პერკუტანული ნეფროსტომია, პერკუტანული ნეფროსტომია ექოსკოპის კონტროლით;
  • დისტანციური ლითოტრიპსია.
ღია ქირურგიული ოპერაციები სრულდება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
  • შარდის ბუშტის კიბო (რადიკალური ცისტექტომია ენტეროცისტოპლასტიკით);
  • პროსტატის კიბო (რადიკალური პროსტატექტომია);
  • თირკმლის კიბო (რადიკალური ნეფრექტომია და თირკმელშემნახველი ოპერაცია ჩვენების მიხედვით);
  • სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო.
ნახეთ ვრცლად

დავით ჯალაღანია

უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1

ნახეთ ვრცლად

ვაკო დოლიძე

უროლოგი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125

ნახეთ ვრცლად

რაულ ვარდოსანიძე

ონკოუროლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85