თირკმლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურონეფროლოგიის დეპარტამენტი პედიატრიული პროფილის პაციენტებს სთავაზობს მომსახურების ახალ ინოვაციურ ფორმას − თირკმლის ტრანსპლანტაციას.
თანამედროვე მედიცინაში თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენს თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადების მართვის არჩევანს. წარმატებული ტრანსპლანტაციის შედეგად პაციენტი აღარ არის დამოკიდებული დიალიზზე, უმჯობესდება მისი სიცოცხლის ხარისხი და უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური საშუალებები:
- სისხლის ბიოქიმიური კვლევები;
- ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია;
- თირკმლის ულტრასონოგრაფიული კვლევა ფერადი დოპლერით;
- ნატიური თირკმლისა და ალოტრანსპლანტანტის ბიოფსია ექო-დოპლერის კონტროლით;
- რადიოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი;
- სხვადასხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაცია.
ურონეფროლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიათა ფართო სპექტრის როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ მართვას:
- მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას ლაპაროსკოპიული მეთოდით;
- თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას ჰემოდიალიზითა და პერიტონეალური დიალიზით.
პაატა გიორგაძე
უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორიმ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6
თინათინ დავითაია
ურონეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორიმ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6