რევმატოლოგია

მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალური სავადმყოფოს რევმატოლოგიურ დეპარტამენტში სხვადასხვა სისტემური დაავადების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას თანამედროვე მეთოდებით ახორციელებენ.

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების სამკურნალოდ ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიური მიგნებები და რეკომენდაციები გამოიყენება, რომლის ფარგლებში : ოსტეოართრიტის, რევმატოიდული პოლიართრიტის  და სხვა ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების მართვა ხორციელდება.  

  • ჰოსპიტალში შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა:
  • იუვენილური რევმატოიდული ართრიტები (სისტემური, ოლიგოარტიკულური, პოლიარტიკულური)
  • ვასკულიტები (შონლაინ-ჰენოხი, ვეგენერის გრანულომატოზი, კავასაკის დაავადება, ბეხჩეტის დაავადება, ტაკაიასუს არტერიტი, ANCA -ასოცირებული ვასკულიტი)
  • სისტემური წითელი მგლურა
  • იუვენილური დერმატომიოზიტი
  • იუვენილური სკლეროდერმა
  • შოგრენის სინდრომი
  • მწვავე რევმატიული ცხელება
  • რეაქტიული ართრიტი
  • პერიოდული ცხელების სინდრომი (FMF, PFAPA )


რევმატოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. რევმატოლოგთან მიმართვის საჭიროება დგება, როდესაც სახეზე გვაქვს: ზოგადი სისუსტე , ადვილად დაღლა, ტკივილი , შეშუპება მოძრაობის შეზღუდვა სახსრების არეში,დილის შებოჭილობა, კანზე ჰემორაგიული გამონაყარი,წყლულები პირის ღრუში,პერიოდული აუხსნელი ცხელება.

მ. იაშვილის სახელობის ჰოსპიტალში დიაგნოსტირება და მკურნალობა ამბულატორიულ და აგრეთვე სტაციონარულ პირობებშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დაავადების მიმართ კომპლექსური მიდგომის კურსია არჩეული და რევმატოლოგის გარდა საჭიროების შემთხვევაში მკურნალობისას სხვა მიმართულების ექიმებიც ერთვებიან.  

ნახეთ ვრცლად

ქეთევან ყულჯანიშვილი

რევმატოლოგი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა