რევმატოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი პაციენტებს რევმატოლოგიურ სერვისს - სხვადასხვა სისტემური დაავადების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას თანამედროვე მეთოდებით სთავაზობს.

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების სამკურნალოდ ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიური მიგნებები და რეკომენდაციები გამოიყენება, რომლის ფარგლებშიც : ოსტეოართრიტის, რევმატოიდული პოლიართრიტის და სხვა ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების მართვა ხორციელდება.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში დიაგნოსტირება და მკურნალობა ამბულატორიულ და აგრეთვე სტაციონარულ პირობებშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დაავადების მიმართ კომპლექსური მიდგომის კურსია არჩეული და რევმატოლოგის გარდა საჭიროების შემთხვევაში მკურნალობისას სხვა მიმართულების მედიკოსებიც ერთვებიან.

პაციენტებს, რომელთაც სულ მცირე, აღენიშნებათ: წონის მკვეთრი კლება, სისუსტე, ჭარბი ოფლდენა, ცხელება, შეშუპება ან სახსრების/კუნთების დაზიანება და მოძრაობის შეზღუდვა რევმატოლოგის კონსულტაციას საჭიროებენ.