რესპირაციული მედიცინა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში სასუნთქი სისტემის ყველა სახის - როგორც მწვავე, ისე ქრონიკული პათოლოგიების მართვა ხორციელდება: სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებების, ფილტვის რღვევით და პლევრული გართულებებით მიმდინარე პნევმონიების, მწვავე რესპირაციული ინფექციების (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებების (კისტური ფიბროზი, ინტერსტიციული პნევმონია) გამწვავებების, ბრონქული ასთმის, ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების ფონზე მიმდინარე პულმონური დაავადებების და სხვათა მკურნალობა ხორციელდება.

ჰოსპიტალი აგრეთვე ახორციელებს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციულ დიაგნოსტიკას.