რადიაციული ონკოლოგია

რადიაციული თერაპიისას ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა ტიპის რადიაციის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს და ორგანიზმში ჯანსაღი უჯრედების ნორმალურ ფუნქციას აბრუნებს.


რადიაციული თერაპია გამოიყენება, როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი და ასევე როგორც მკურნალობის სხვა მეთოდებთან (როგორებიცაა:(ქირურგია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია) კომბინაციაში მყოფი დამხმარე საშუალება.
არსებობს რადიკალური რადიაციული თერაპიაც და მისი გამოყენებით, წარმონაქმნი, რომელიც სხვა ორგანოებში გავრცელებული არ არის, რადიაციის შედეგად კვდება და ლოკალური რეციდივის რისკიც იკლებს. მცირდება ასევე წარმონაქმნის ზომაც და ოპერაციას დაქვემდებარებული ხდება.


გარკვეულ შემთხვევებში, რადიაციული თერაპია მზარდი სიმსივნური წარმონაქმნისგან გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებასა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ასეთი ტიპის ჩარევას პალიატიური მკურნალობა ეწოდება.


აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია „ვარიანის“ ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც სიმსივნურად დაზიანებული უბნის ზუსტი დამიზნებითი დასხივებისა და გარემომცველი ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაცვის საშუალებას იძლევა.


ჰოსპიტალში დანერგილი მულტიდისციპლინური მიდგომა ყველა სპეციალობის ექიმის: სხივური ონკოლოგების, ქიმიოთერაპევტების, ქირურგების, პათანატომებისა და რადიოლოგების ერთობას გულისხმობს. მულტიდისციპლინური ონკოლოგიური გუნდის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს ჩიკაგოს Rush Hospital-ის სხივური ონკოლოგი კრისტინა კიელი და კოპენჰაგენის Rigshospitalet-ის ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე.


სწორედ აღნიშნული გუნდი უზრუნველყოფს ონკოლოგიური პაციენტების მართვის, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და სამკურნალო ტაქტიკის გაწერას.


ჰოსპიტლის ძლიერ პრიორიტეტად ქცეული - საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე მიდგომების გამოყენება ქიმიოთერაპიის განყოფილებაში პაციენტების მკურნალობაზეც წარმატებით ვრცელდება.

ექიმები

ნახეთ ვრცლად

ეთერ ნათელაური

რადიაციული ონკოლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85