PICU

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის დეპარტამენტი 28 დღიდან -18 წლამდე ასაკის კრიტიკულად მძიმე ბავშვების სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევა და მისი ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა ხორციელდება.

ამასთანავე, იმართება ნებისმიერი სირთულისა და სიმძიმის პაციენტი, რაშიც პროფესიონალ გუნდთან ერთად მაღალტექნოლოგიური სერვისიც საკუთარ როლს თამაშობს - განყოფილება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად აღჭურვილია.