ონკოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული ონკოლოგიური სერვისის მიღებას სთავაზობს, რაც ყველა სახის სოლიდური სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას 0-დან 20 წლამდე ასაკში მოიცავს.
ჰოსპიტალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სამედიცინო სივრცეს წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივსა და უცხოელ ექიმებთან ერთად პაციენტებისადმი მულტიდისციპლინურ მიდგომას პრიორიტეტად ირჩევს.
ონკოლოგიური სერვისის მიწოდებისას ცენტრი სრულ სპექტრს ითვალისწინებს და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს წარმოადგენს. მათ შორისაა:
კლინიკური ონკოლოგია, რომელიც ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიასა და ჰორმონოთერაპიას აერთიანებს.
ონკოქირურგია
ონკოქირურგიის, როგორც დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდის მიღება პაციენტებს ჰოსპიტალში შეუძლიათ.
რადიაციული ონკოლოგია
რადიაციული თერაპიისას ავთვისებიანი და ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა ტიპის რადიაციის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს და ორგანიზმში ჯანსაღი უჯრედების ნორმალურ ფუნქციას აბრუნებს.
ჰოსპიტალში დანერგილი მულტიდისციპლინური მიდგომა ყველა სპეციალობის ექიმის: სხივური ონკოლოგების, ქიმიოთერაპევტების, ქირურგების, პათანატომებისა და რადიოლოგების ერთობას გულისხმობს.

კლინიკები
ექიმები
ნახეთ ვრცლად
მაკა გედენიძე
ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორიკრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85