ნევროლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი სრულ ნევროლოგიურ და ნეიროქირურგიულ სერვისს წარმოადგენს და თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს პაციენტებს სთავაზობს.

ნევროლოგიური დეპარტამენტი ნერვული სისტემის ყველა დაავადების დიაგნოსტიკასა და მართვას ემსახურება. კვალიფიციური გუნდი სრულად აფასებს ნეირომოტორულ განვითარებასა და რისკ ჯგუფის პაციენტებში მონიტორინგს ახორციელებს, აგრეთვე ზრუნავს ეპილეფსიის დამარცხებაზე. წარმატებით მიმდინარეობს მცირე ტრავმების მკურნალობა, ძილის დარღვევებისა თუ ნეირომოტორული და მეტყველების განვითარების შეფერხების დაძლევა და სხვა გამოვლენილი პრობლემატიკის მოგვარება.

ჰოსპიტალი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილია და დიაგნოსტირებისთვის თანამედროვე ინსტრუმენტულ მეთოდებს იყენებს.


ბავშვთა ნეიროქირურგია

ევექსის სამედიცინო კორპორაციაში ბავშვთა ნეიროქირურგიის მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მაშტაბით, სადაც პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მაღალკვალირფიციული ნეიროქირურგიული მომსახურების სრული სპექტრი. განსაკუთრებით გამოსაყოფია ისეთი ჩარევები როგორიც არის:

  • ჰიდროცეფალია- მაშუნტირებელი, ენდოსკოპიური ოპერაციები
  •  ნეიროონკოლოგია
  • თავისა და ხერხემლის ტრავმა.
  • თავისა და თავის ტვინის სისხსლძარღვოვანი  პათოლოგიები.

ჩვენს ქსელში დასაქმებულ ნეიროქირურგიის გუნს განათლება და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში , რაც განაპირობებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურების მიწოდებას.

ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარება, უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების, მძლავრი პოსტოპერაციული მოვლისა და ქირურგთა ძლიერი გუნდის მიერ.

ნახეთ ვრცლად

ვალერი ნებაძე

მოზრდილთა ნევროლოგი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა

ნახეთ ვრცლად

თეონა შათირიშვილი

ბავშვთა ნევროლოგი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6

ნახეთ ვრცლად

ლიანა მერაბიშვილი

მოზრდილთა ნევროლოგი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა