ნეონატოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სრულად ფარავს ნეონატოლოგიური სერვისის საჭიროებას. ჰოსპიტალში წარმოდგენილია როგორც ახალშობილთა მოვლა-მეთვალყურეობის განყოფილება, ასევე ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება. თითოეული განყოფილება კი აჭრუღვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
ნეონატოლოგიური სამსახური წარმოადგენს შემდეგ სერვისებს:
- ჰიდროცეფალიის მკურნალობა ვენტრიკულოპერიტონეული, ვენტრიკულოატრიული შუნტირების (პროგრამირებადი შუნტი, ფიქსირებული წნევის შუნტი) და მიკროქირურგიული-ენდოსკოპიური გზით;
- თავის ტვინის, ზურგის ტვინის განვითარების მანკების მკურნალობა, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით;
- თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა მიკროქირურგიული, ულტრაბგერითი ასპირატორის, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით;
- თავის ტვინის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მანკების მკურნალობა მიკროქირურგიული გზით, ასევე ენდოვასკულური წესით ;
- ქალას, ხერხემლის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა, ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგი ტრავმების დროს;
- რთული ფორმის ნეიროინფექციური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
- ქალას განვითარების მანკების, მათ შორის რთული ფორმის კრანიოსინოსტოზების თანამედროვე მკურნალობა ბიოშეთავსებადი იმპლანტის გამოყენებით.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ახალშობილების ჯანმრთელობას მეთვალყურეობას მაღალკვალიფიციური გუნდი უწევს, რომელსაც მაღალტექნოლოგიური ტექნიკური ბაზა ზურგს უმაგრებს.
ახალშობილებში პათოლოგიების აღმოჩენის შემთხვევაში მათი მართვა, მონიტორინგი და მკურნალობა ეროვნული პროტოკოლების, საერთაშორისო გაიდლაინების და სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.
ჰოსპიტალში დედისა და ჩვილისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, რაზეც ერთიანი გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს.
კლინიკები
ექიმები
თამარ გოთუა
ნეონატოლოგიის განყოფილების უფროსიი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25
ნანა ქარდავა
სამეანო და ანტენატალური მეთვალყურეობის სამსახურის უფროსიზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
მაკა თევზაძე
ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის მიმართულების უფროსიი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25