ნეიროქირურგია

ნეიროქირურგიულ მიმართულებაში წარმოდგენილია შემდეგი სერვისები:
- ჰიდროცეფალიის მკურნალობა ვენტრიკულოპერიტონეული, ვენტრიკულოატრიული შუნტირების (პროგრამირებადი შუნტი, ფიქსირებული წნევის შუნტი) და მიკროქირურგიული-ენდოსკოპიური გზით
- თავის ტვინის, ზურგის ტვინის განვითარების მანკების მკურნალობა, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით
- თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა მიკროქირურგიული, ულტრაბგერითი ასპირატორის, ინტრაოპერაციული ელექტრონეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით
- თავის ტვინის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მანკების მკურნალობა მიკროქირურგიული გზით, ასევე ენდოვასკულური წესით
- ქალას, ხერხემლის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა, ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგი ტრავმების დროს
- რთული ფორმის ნეიროინფექციური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
- ქალას განვითარების მანკების, მათ შორის რთული ფორმის კრანიოსინოსტოზების თანამედროვე მკურნალობა ბიოშეთავსებადი იმპლანტის გამოყენებით