კოლპოსკოპია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კაბინეტი ფუნქციონირებს, სადაც კოლპოსკოპიაში უახლესი მიდგომებით დიაგნოსტიკა - აპარატით ,,DYSIS” ხორციელდება.

აღნიშნულ თანამედროვე აპარატს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, სკანირებით, ავტომატურად აღმოაჩინოს საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბანი. ეს კი თავის მხრივ საშუალებას იძლევა, მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს პათოლოგიური კერის ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დამიზნებითი ბიოფსია.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კაბინეტში აგრეთვე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამაც ხორციელდება, რაც 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, ასევე პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიასა და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას ითვალისწინებს.