კარდიოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ბავშვთა სრულ კარდიოლოგიურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

პატარა პაციენტებისთვის ჰოსპიტალი 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა. კვლევების სრულყოფილად ჩატარებასაც იგივე მიზეზი განსაზღვრავს, რაც ზოგადად კარდიოლოგიური მიმართულების წარმატებას განაპირობებს და ეს - მაღალკვალიფიციური გუნდია.

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის მედიკოსებს განათლება და პრაქტიკული გამოცდილება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აქვთ მიღებული და ყოველწლიურად სხვადასხვა კონგრესსა და კონფერენციაშიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, ბავშვთა სტაციონარული და ამბულატორიული კარდიოლოგიური მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირება თანამედროვე აპარატურის მეშვეობით ხორციელდება.

დასტურდება ფაქტი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეტი წილი, რომელიც ზრდასრულ ადამიანებში იჩენს თავს, სათავეს ბავშვობიდან იღებს. გართულებების გამოსარიცხად, რეკომენდირებულია, რომ დაბადებისთანავე ბავშვი კარდიოლოგმა გამოიკვლიოს.

ზოგადად კი ექიმის მიერ გამოკვლევა 0-16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც აუცილებლად მიიჩნევა, რადგან შესაძლოა დაავადება უსიმპტომოდ ან მშობლისთვის შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარეობდეს.

ბავშვთა კარდიოქირურგია

ბავშვთა სტაციონარული და ამბულატორიული კარდიოქირურგიული მომსახურება, ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირება და მკურნალობა თბილისის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მაღალკვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე აპარატურის მეშვეობით ხორციელდება.

ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული იტალიის წამყვან კლინიკა „ბამბინო გესუს“ („Bambino Gesu“) და ჩინეთის „ჰებეის ბავშვთა ჰოსპიტალის“ (Hebei Provincial Children's Hospital) კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებთან, რომლის ფარგლებშიც კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის ტარდება ერთობლივი ტრენინგ-პროგრამები, ასევე ხორციელდება განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა.

საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ფუნქციური დიაგნოსტიკის ჩატარება, მათ შორის:
• გულ-სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევა;
• გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაცია და მასთან დაკავშირებული ინტერვენციული ჩარევები: ბალონური დილატაცია, გულის კამერებს შორის არსებული დეფექტების დახურვა, ღია არტერიული სადინრის დახურვა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფო შესაძლებლობას იძლევა 24/7-ზე რეჟიმში განხორციელდეს ისეთი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მანიპულაციები, როგორებიცაა:
• გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციები;
• პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის პლასტიკა;
• წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის პლასტიკა;
• ფალოს ტეტრადის რადიკალური კორექცია;
• ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია;
• თანდაყოლილი კომბინირებული მანკების კორექცია;
• სარქვლის პლასტიკა (მიტრალური, აორტალური,სამკარედიანი სარქველი);
• აორტის რკალის პლასტიკა;
• გულის სიმსივნის (მიქსომა) ამოკვეთა;
• გულის სხვადასხვა ტრავმის ქირურგია;
• მინიინვაზიური ჩარევა − მინითორაკოტომია.

ნახეთ ვრცლად

თინათინ დარბაიძე

კარდიოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1

ნახეთ ვრცლად

ხათუნა გოზალიშვილი

კარდიოლოგი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა

ნახეთ ვრცლად

ლეილა ასატურიანი

კარდიოლოგი

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა