ინფექციური დაავადებები

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პედიატრიულ განყოფილებაში ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობას სათანადო სივრცე ეთმობა.

ინფექციურ პროცესი მინიმუმ ორი აგენტის - ადამიანისა და დაავადების გამომწვევი მიკრობის შეხვედრისას იღებს სათავეს. რაც ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირი მოვლენაა და დაავადებების ისტორიაშიც წამყვანი ადგილი ინფექციურ პათოლოგიებს უჭირავს.

უმეტესად ბავშვებში ბაქტერიული თუ ვირუსული ნაწლავური ინფექციები გვხვდება, აგრეთვე ვაწყდებით რესპრირატორულ ვირუსულ ინფექციებსა და შედარებით ნაკლები ინტენსივობით - გამონაყარით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებსაც (რომელთაც წითელას, წითურას, ყბაყურას, ჩუტყვავილის სახელით ვიცნობთ).

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პედიატრიულ განყოფილებაში ვიზიტი მაშინ უნდა დაიგეგმოს, თუ ბავშვს რესპირატორული ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღენიშნება, როგორებიცაა:

  • სურდო ან გაჭედილი ცხვირი
  • ცემინება
  • ხველა
  • სიცხე
  • ყელის ტკივილი
  • თვალების სიწითლე

ზაფხულობით როგორც წესი განსაკუთრებით აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც უმეტესად დიარეით (ფაღარათით) ვლინდება. დიარეა ბავშვთა ასაკის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და არცთუ უსაფრთხო განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვთათვის. ამ შემთხვევაში პრობლემა ვირუსულ ნაწლავურ ინფექციას შეიძლება დავუკავშიროთ და ჰოსპიტალს მივმართოთ.

რაც შეეხება გამონაყარით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პერიოდებში უხშირესად გვხვდება სპეციფიკური გამონაყარითა და კლინიკური სურათით მიმდინარე შემთხვევები, რომელთა იდენტიფიცირებაც იოლი და მართვაც კომპეტენტური მეთვალყურეობის ქვეშ მარტივია.







ნახეთ ვრცლად

გურანდა თევზაძე

ექიმი-ინფექციონისტი

ფოთის ჰოსპიტალი. ფოთი, გურიის ქ. №171