იმუნიზაცია

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 2021 წელს იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ეროვნული კალენდრის მიხედვით, პროფილაქტიკური აცრები ხორციელდება.

იმუნიზაციის კაბინეტში სტუმრობა პროფილაქტიკურ/პრევენციულ ღონისძიებათა სისტემაში ჩართვას გულისხმობს, რაც თავის მხრივ პაციენტისთვის არაერთი ინფექციური დაავადებისგან დაზღვევის გარანტიაა.

საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, პირველი იმუნიზაცია ახალშობილს სამშობიაროში, დაბადებისთანავე უტარდება (ტუბერკულოზისა და B ჰეპატიტის აცრა), რის შემდეგაც ინფექციური დაავადებებისადმი გამძლეობა იზრდება.

ცხოვრების მანძილზე სხვა დანარჩენი აცრის პერიოდულობა ეროვნული კალენდრით იმართება. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის იმუნიზაციის კაბინეტში კი აცრები უსაფრთხო ვაქცინებითა და საერთაშორისოდ აღიარებული, ყველა წესის დაცვით ხორციელდება.