ჰემატოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში მწავე ლეიკემიის დიაგნოსტიკის სრული პაკეტი მოქმედებს.

1995 წლიდან დღემდე მკურნალობა ევროპაში აღიარებული BFM პროტოკოლის სრული დაცვით ტარდება, რამაც პაციენტთა 70%-ის სრული გაჯანსაღების შესაძლებლობა გააჩინა.

კვლევები მოიცავს:

  • ძვლის ტვინის ფუნქცია და ტრეპანობიოფსია
  • ბლასტური უჯრედების იმუნოფენოტიპირება (უახლესი თაობის გამდინარე ციტომეტრით)
  • ციტომორფოლოგიური და ციტოქიმიური კვლევები
  • მოლეკულური-გენეტიკური კვლევა (PCR-მეთოდით)
  • მინიმალური რეზიდუალური დაავადების დეტექცია (MRD)

ლეიკემიით დაავადებული ყველა პაციენტი 2 წლიანი უფასო დისპანსერული მკურნალობით ( დაცვითი თერაპიით) უზრუნველყოფილია

ჰოსპიტალი აგრეთვე არაონკოლოგიურ ჰემატოლოგიურ ნოზოლოგიებსაც მკურნალობს, მათ შორისაა:

  • ყველა სახის შეძენილი ანემიები
  • ყველა სახის თანდაყოლილი ანემიები (თალასემია, მიკროსფეროციტოზი, G6PD, პირუვატ-კინაზის დეფიციტი და ა.შ)
  • თრომბოციტოპენიური პურპურების ყველა ქვეტიპი
  • თანდაყოლილი და შეძენილი აპლასტიური ანემიები.
  • კოაგულოპათიები
  • მიელოდისპლაზიური სინდრომები
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული GVHD-ის მწვავე და ქრონიკული ფორმები