ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ღვიძლის ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინაში ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია, რომელიც გულისხმობს  დაავადებული ღვიძლის ნაწილობრივ შეცვლას სხვა   ადამიანის ჯანმრთელი ღვიძლის ნაწილით.

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ტრანსპლანტოლოგიის განახლებული განყოფილება და ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, რაც მაქსიმალურად ქმნის პაციენტისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს. სწორედ აქჩატარდა 2014 წელს საქართველოში პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია.

 

ტრანსპლანტაცია ღვიძლის ტერმინალური დაავადების (ESLD) მკურნალობის ერთადერთი მეთოდია. მისი მთავარი მიზანი აღნიშნული დაავადების მქონე პირთა სიცოცხლის გახანგრძლივება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.ტრანსპლანტაციისთვისაუცილებელიადონორსადარეციპიენტსჰქონდესნათესაურიკავშირი, რომელიცშესაბამისიპირადობისდამადასტურებელი, დაბადებისადაქორწინებისმოწმობებითუნდადადასტურდეს. სხვაშემთხვევაშიაუცილებელიასასამართლოსგადაწყვეტილება.

 

ტრანსპლანტაციის პროცესის ეტაპებია:

  • მოსამზადებელი პერიოდი (კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები);
  • ტრანსპლანტაციის ოპერაცია;
  • პოსტოპერაციული პროცესის მართვა.

ჰოსპიტალში დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურის საშუალებით ხორციელდება. მათ შორის ხელმისაწვდომია:

  • რენტგენოგრაფია;
  • ეკგ და ექოკარდიოგრაფია;
  • ექოსკოპიურ კვლევები;
  • კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • ღვიძლის ბიოფსია და შესაბამისი მიკროსკოპული კვლევა;
  • გარეგანი სუნთქვის შესწავლა (სპირომეტრია);
  • ეზოფაგოფიბროგასტროდუედენოსკოპია;
  • რეტროგრადულ ან მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოგრაფია;
  • კოლონოსკოპია.

დღეისათვის ჩატარებულია ღვიძლის ცოცხალი დონორული 17 ტრანსპლანტაცია (LDLT); გადარჩენის შემთხვევების, გართულებების განვითარების არსებობის ჩვენი სტატისტიკა მსოფლიოს წამყვანი ცენტრების სტატისტიკის ეკვივალენტია. 

ექიმები

ნახეთ ვრცლად

კახაბერ ქაშიბაძე

ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125