გინეკოლოგია

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის ონკო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და ზოგად გინეკოლოგიური ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით. ცენტრში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დროულად და კომპლექსურად, ერთ სივრცეში გამოვიკვლიოთ პაციენტი და დავუნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. განყოფილებაში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება ნებისმიერი მასშტაბის ონკო-გინეკოლოგიური ოპერაცია.