ფსიქიატრია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტის ბაზაზე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური პრობლემების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მართვაა შესაძლებელი, მათ შორის ისეთი დაავადებების, როგორებიცაა:
- შფოთვა
- პანიკური აშლილობა
- მეტყველების დარღვევები
- ფობია
- ობსესურ-კომპულსიური აშლილობა
- პოსტტრავმული სტრესი
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
- არაორგანული ენურეზი
- ენკოპრეზი
- ტიკები (ვოკალური და /ან მოტორული)
- ყურადღების დეფიციტი
- კვებითი აშლილობები (ანორექსია / ბულიმია/ ინფანტილური ანორექსია
- ანტისოციალური ქცევითი აშლილობა
- ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობები
- ჰალუცინაციები და /ან ბოდვითი აშლილობა
დასწავლის სიძნელეები (გონებრივი ჩამორჩენილობა,ბავშვთა აუტიზმი, აუტისტური სპექტრი (მათ შორის ასპერგერის სინდრომი)
სასკოლო მზაობის შეფასება
ჰოსპიტალში ასევე, შესაძლებელია 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ექსპერტიზის ჩატარება და მათთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფსიქიკური პრობლემების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთებს და მოზარდებს დახმარებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები: ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი/ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი.