ენდოსკოპია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ენდოსკოპიის განყოფილება ორგანიზმში არსებულ მდგომარეობას დიაგნოსტირებისა და სამკურნალო მიზნებით  არაერთ სამედიცინო დარგში ახორციელებს, იქნება ეს: ქირურგია, პულმონოლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია თუ სხვა.   

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევას ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში დიდი როლი ეკისრება.   

ჰოსპიტალში თანამედროვე ტიპის უახლეს ენდოსკოპიურ აპარატურას ხედვის სხვადასხვა რეჟიმით სიმსივნური ან პოტენციურიად პათოლოგიური უჯრედის დიაგნოსტიკა შეუძლია, რაც სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას უწყობს ხელს. ტარდება ყველა ტიპის ენდოსკოპიური პროცედურა: გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, დუოდენოსკოპია, ენდოსკოპიურად სისხლძარღვის ლიგირება, ენდოსკოპიურად სისხლდენის შეჩერება, ენდოსკოპიური ბიოფსია, პაპილოსპინქტეროტომია, ენდოსკოპიური პოლიპექტომია. პაციენტის სურვილის შემთხვევაში ყველა ეს მომსახურება შესაძლოა ზოგადი ანესთეზიის თანხლებით ჩატარდეს.

ენდოსკოპია 21-ე საუკუნის აღმოჩენებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს და  მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოც ენდოსკოპიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო, თანამედროვე (მეთოდოლოგიურსა თუ მაღალტექნოლოგიურ) მიგნებას იზიარებს.  
  
   





ნახეთ ვრცლად

თორნიკე ბურკაძე

გასტროსკოპისტი, კოლონოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48

ნახეთ ვრცლად

თამარ ხაჟალია

ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125

ნახეთ ვრცლად

დავით მშვიდობაძე

ქირურგი, ენდოსკოპისტი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1