ენდოკრინოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვთა ენდოკრინოლოგიური მომსახურების მიღება როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში შაქრიანი დიაბეტის ამბულატორიული ცენტრი და დიაბეტური სკოლა ფუნქციონირებს. აქ შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა ხორციელდება:
ენდოკრინოლოგია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შეისწავლის. აღნიშნულ ჯირკვლებს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები წარმოადგენენ, როგორებიცაა: ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები, საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები.
ენდოკრინული დაავადებებია:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი,უშაქრო დიაბეტი, სასქესო ორგანოების დაავადებები,ჭარბი წონა,სიმაღლეში ზრდის შეფერხება და ა.შ.
მ.იაშვილის კლინიკის გამოცდილი ექიმი ენდოკრინოლოგი ქ.ნინო ხელაძე და კვალიფიციური გუნდი , თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის გამოყენებით, წარმატებით ახორციელებენ ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტთა მულტიპროფილურ გუნდში კონსულტაციის გავლა ექიმ-დიეტოლოგთანაც შესაძლებელია.
ჰოსპიტალში კვალიფიციური ენდოკრინოლოგები, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის არაერთი დამხმარე საშუალების გამოყენებით, ყველა ზემოთხსენებული დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში შაქრიანი დიაბეტის ამბულატორიული ცენტრი და დიაბეტური სკოლა ფუნქციონირებს. აქ შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა ხორციელდება:
- ჰიპოპიტუიტარიზმი (იშვიათი პათოლოგია, როცა ჰიპოფიზი წარმოქმნის: ერთ ან მეტ ჰორმონს/საერთოდ არ წარმოქმნის/არასათანადო რაოდენობით წარმოქმნის.)
- თირკმელზედა ჯირკვლის, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დისფუნქცია
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- ჰიპოგლიკემიების მართვა ნეონატალური ასაკიდან, როგორც სტაციონარში, ისე ამბულატორიულად
- კალციუმის ცვლის დარღვევები
- წყლის და ელექტროლიტური დისფუნქციის სხვადასხვა ტიპის მოშლა (უშაქრო დიაბეტი, SIADH, Cerebral Salt Wasting).
- იშვიათი დაავადებები და სინდრომები ენდოკრინული პრობლემებით (პრადერ ვილის სინდრომი, მაკუნ ოლბრაიტის სინდრომი, დაუნის სინდრომი, რასელ-სილვერი, ნუნანის და კორნელია დე ლანგის სინდრომები, ქონდროდისპლაზიები და ა.შ.)
- სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები (DSD), მულტიდისციპლინარული გუნდი (სრული უროლოგიური სერვისი, ბავშვთა გინეკოლოგი, ფსიქოლოგი, რადიოლოგიური სამსახური და აშ)/სქესობრივი მომწიფების დარღვევები
- ჭარბი წონა და მისი გართულებები, ასევე წონის დეფიციტი
- არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზების დიაგნოსტიკა და მართვა
- ავთვისებიანი სიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები, მონიტორინგი და მართვა
- სტიმულაციური სინჯების ჩატარება, როგორც ზრდის ჰორმონის, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციის დასადასტურებლად
- ზრდის ჰორმონით მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი/ზრდაში შეფერხება ან ტანმაღლობა
- ენდოკრინოლოგიური სიმსივნეების დიაგნოსტიკა და მართვა
ენდოკრინოლოგია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შეისწავლის. აღნიშნულ ჯირკვლებს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები წარმოადგენენ, როგორებიცაა: ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები, საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები.
ენდოკრინული დაავადებებია:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი,უშაქრო დიაბეტი, სასქესო ორგანოების დაავადებები,ჭარბი წონა,სიმაღლეში ზრდის შეფერხება და ა.შ.
მ.იაშვილის კლინიკის გამოცდილი ექიმი ენდოკრინოლოგი ქ.ნინო ხელაძე და კვალიფიციური გუნდი , თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის გამოყენებით, წარმატებით ახორციელებენ ყველა ჩამოთვლილი დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტთა მულტიპროფილურ გუნდში კონსულტაციის გავლა ექიმ-დიეტოლოგთანაც შესაძლებელია.
ჰოსპიტალში კვალიფიციური ენდოკრინოლოგები, თანამედროვე ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული კვლევის არაერთი დამხმარე საშუალების გამოყენებით, ყველა ზემოთხსენებული დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას უზრუნველყოფენ.
ნახეთ ვრცლად
ხათუნა ჩაკვეტაძე
ენდოკრინოლოგი; ნუტრიციოლოგიქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
ნახეთ ვრცლად
გვანცა მენოგნიშვილი
ენდოკრინოლოგიივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1