ძუძუს კიბო

სკრინინგის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული და მიმართვა უმეტესად 40-70 წლის ჩათვლით ქალებზე ვრცელდება. საჭიროების შემთხვევაში კი მეორადი სკრინინგის ჩატარებაც ექიმის რეკომენდაციის მიხედვით განისაზღვრება.


სკრინინგი თავის მხრივ მამოლოგის გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევასა (ორი სპეციალისტის დაკვირვებით) და ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას მოიცავს.


წელიწადში ერთხელ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვასთან ერთად, თვეში ერთხელ რეგულარური თვითშემოწმებაც სასურველია. ექიმები ასევე ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას გვირჩევენ.