დერმატოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის დერმატოლოგიური დეპარტამენტი პაციენტების კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების პათოლოგიების მკურნალობაზე ზრუნავს, რისთვისაც სხვადასხვა დაავადების მიკროსკოპულ დიაგნოსტირებასა და თანამედროვე მეთოდოლოგიას მიმართავს.  

ჰოსპიტალში ტარდება როგორც კანის ქირურგიის, ასევე კოსმეტოლოგიური მიმართულების პროცედურები.  

აღსანიშნავია, რომ კანის დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა არამხოლოდ დერმატოლოგიური, არამედ სხვადასხვა სისტემის დაავადება აღმოჩნდეს. სწორედ კომპლექსური ჩართულობისთვის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის მრავალპროფილური გუნდი პაციენტისთვის ყველა ტიპის დიაგნოსტიკური მომსახურებისა და სრულყოფილი მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა. 

დეპარტამენტში ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხორციელდება, როგორებიცაა:  

  • კანის ბაქტერიული , ვირუსული და სოკოვანი ინფექციები  
  • დერმატოზოონოზები 
  • ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების დაავადებები 
  • ვულგარული და ვარდისფერი აკნე   
  • პერიორალური დერმატიტი  
  • ქავანა დერმატოზები  
  • ვარდისფერი პიტირიაზი 
  • კანის არაინფექციური ანთებითი დაავადებები 
  • თმის ზრდის და ცვენის პრობლემები 
  • ფსორიაზი 
  • იქთიოზი 
  • კანის პიგმენტაციის დარღვევები 
  • ახალშობილთა კანის დაავადებები 


დერმატოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ენდოკრინოლოგიასთან, ალერგოლოგიასთან და რიგ სხვა სამედიცინო დისციპლინებთან. კანი, ანუ ეპითელიუმი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი, რთული და საოცარი ორგანოა, რომელსაც მთელი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. კანის, თმის ან ფრჩხილების ნებისმიერი ტიპის პრობლემის გაჩენისას, აუცილებელია ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტი.

მ.იაშვილის კლინიკაში პაციენტების კონსულტაციაზე გამოცდილი ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი ქეთევან მიქელაძე ზრუნავს, რომელიც კონკრეტულად ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას შეიმუშავებს, რაც თავის მხრივ გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის დერმატოლოგიის კაბინეტი ექიმთა გუნდს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის გამოცდილებითა და უახლესი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს.