დერმატოლოგია

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრის დერმატოლოგიის კაბინეტი კანის დაავადებების, მათი მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის  მეთოდებს ხელმძღვანელობს.

თანამედროვე მედიცინაში კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან სირთულითა და ხასიათით განსხვავდება. ჰოსპიტალში კანის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, სტრუქტურასა და დაავადებებს აკვირდებიან, რომლებიც კანის საფარველის, თმებისა და ფრჩხილების პათოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება. ცენტრი ასევე აწარმოებს  დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

 
ცენტრი შემდეგი დერმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას პაციენტებს სთავაზობს:

დერმატო-ვენეროლოგიური მომსახურება:

  • კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილების დაავადეათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა;
  • სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • კანის წარმონაქმნების: მეჭეჭების (პაპილომების), კოჟრების, კონტაგიოზური მოლუსკის ელემენტების, ქსანტომების და სხვა წარმონაქმნების მოშორება


კლინიკაში, წარმონაქმნების მოშორება შემდეგი მეთოდებით ხორციელდება:

  • კრიოთერაპია;
  • ელექტროკოაგულაცია;
  • რადიოტალღური კოაგულაცია;
  • ქიმიური კოაგულაცია.

 

დერმატოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ენდოკრინოლოგიასთან, ვენეროლოგიასთან, ონკოლოგიასთან, ალერგოლოგიასთან და სხვა სამედიცინო დისციპლინებთან, ამიტომაც ცენტრი მკურნალობის კომპლექსურ მიდგომას იყენებს.