ბავშვთა თორაკოქირურგია

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ყველა სახის თორაკალური ოპერაცია ტარდება. ქირურგიული სამსახური მუშაობს როგორც თანდაყოლილ პათოლოგიებზე (საყლაპავის, სასუნთქი სისტემის ანომალიები, დიაფრაგმული თიაქრები), აგრეთვე გულმკერდის ონკოლოგიურ დაავადებებზე, გულმკერდის დეფორმაციებზე.
თორაკოქირურგიის მიმათულება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი თორაკალური პაციენტების მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს და არაერთი ჩვენების მკურნალობას წარმატებით ახერხებს, მათ შორისაა:
• ფილტვის თანდაყოლილი ატრეზია,
• დიაფრაგმის თიაქარი
• ფილტვის ანომალიები
• ტრაქეის ქირურგია და ა.შ
აღსანიშნავია, გულმკერდის ღრუს ორგანოების სამკურნალო განყოფილებაში მომუშავე მაღალპროფესიონალური გუნდი, რომელსაც ზურგს ქირურგიული სამსახურის თანამედროვე აღჭურვილობა უმაგრებს. თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურა რთული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიური ჩარევების საშუალებას იძლევა.
ყოველწლიურად ჰოსპიტალში ხორციელდება ასობით უცხო სხეულის ამოღება, როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 2016 წლის ბოლოდან თორაკოსკოპიური ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა დაინერგა, რაც საშუალებს იძლევა რთული და ტრავმული ჩარევები მინიმალური ინვაზიის ხარჯზე შესრულდეს.
კლინიკები
ექიმები
ლევან ხარაშვილი
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, თორაკალური ქირურგიის ხელმძღვანელიმ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6