ანგიოქირურგია

 „რეგიონული ჰოსპიტალი“ისანგიოლოგიური მიმართულება გამორჩეულია ქვეყანაში, რადგან ერთისმხრივძირითადი ჩარევები ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყენებიდა ამსთან კლინიკაში პაციენტს შეუძლია ყველა ტიპის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიღება როგორცენდოვასკულარული მეთოდით(ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე),ასევე ღია წესით.

 

კლინიკაშიპაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიდგომების გამოყენებით ისეთი რთული დაავდებების დროს როგორიც არის: ათეროსკლეროზი , ანევრიზმა, სისხლძარღვთა სხვადასვა პათოლოგიები და ა.შ.

 

რეგიონულ ჰოსპიტალში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ღია, ენდოვასკულური და ჰიბრიდული ოპერაციები, კერძოდ:

 ვენური ვარიკოზის ქირურგია     
               

  •  სადიალიზო არტერიოვენური შუნტის ფორმაცია
  •  თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმის კორექცია ხელოვნური ხაზოვანი პროთეზით;
  •  თორაკო-ბიფემორალური შუნტირება მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის თრომბოზის  დროს. ეს ოპერაცია დღემდე  საქართველოში შესრულებულია გაგა კეშელავას მიერ მხოლოდ დასავლეთ   საქართველოს სამედიცინო ცენტრში (სულ ოთხი ოპერაცია);
  •  მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − ხაზოვანი პროთეზირება ხელოვნური პროთეზით;
  •  მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია − აორტო-ბიფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  •  ოპერაციები შიგნითა საძილე არტერიის ანევრიზმის გამო
  •  მუცლის აორტის ინფრარენული სეგმენტის კორექცია აორტო-მონოფემორალური მონოილიაკური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  •  აორტო-ფემორალური შუნტირება ხელოვნური პროთეზით;
  •  ჯვარედინი ფემორო-ფემორალური შუნტირება;
  •  ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება აუტოვენით/ ხელოვნური პროთეზით;
  •  საძილე არტერიების ენდარტერექტომია;
  •  შიგნითა საძილე არტერიის შუნტირება აუტოვენით                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            
ენდოვასკულური ოპერაციები
 
  •     გულმკერდის დაღმავალი აორტის სტენტგრაფტირება;
  •     მუცლის ინფრარენული სეგმენტის სტენტგრაფტირება;
  •     მუცლის ინფრარენული სეგმენტისა და თეძოს არტერიების სტენტგრაფტირება;
  •     თეძოს არტერიების სტენტირება;
  •     ბარძაყის არტერიების სტენტირება.

ჰიბრიდული ოპერაციები
  •     გულმკერდის აორტის დაღმავალი სეგმენტის სტენტგრაფტირება, მუცლის აორტის ინფრარენული ანევრიზმის კორექცია, აორტო-ბიფემორალური შუნტირება;
  •     თეძოს არტერიის სტენტირება, ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება.

 

 

ნახეთ ვრცლად

ბესიკ კვიცარიძე

ანგიოლოგი

კავკასიის მედიცინის ცენტრი. თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

ნახეთ ვრცლად

ზურაბი რობაქიძე

ანგიო ქირურგი

კავკასიის მედიცინის ცენტრი. თბილისი, ქავთარაძის ქ. 23