ალერგოლოგია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ალერგოლოგიული ცენტრი პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას ალერგიულ დაავადებათა სრული სპექტრის მიხედვით უზრუნველყოფს, იქნება ეს:

  • ბრონქული ასთმა
  • ატოპური დერმატიტი
  • ალერგიული რინიტი
  • მედიკამენტური და საკვებისმიერი ალერგია
  • ჭინჭრის ცხელება თუ სხვა.

ჰოსპიტლის ალერგოლოგიის დეპარტამენტი მომსახურების სრულ სპექტრს მოიცავს და პაციენტებს ექიმის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, ალერგენებზე სინჯების ჩატარებას, სისტემუ დესენსიტიზაციასა და მასთან ასოცირებულ სერვისებს სთავაზობს.  
ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირია კვებითი ალერგია. კვებითი ალერგენებია:   

  • რძე და რძის პროდუქტები  
  • კვერცხი 
  • ზღვის პროდუქტები  
  • თხილეული -  არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში.  
  • სოია 
  • ხორბალი  
  • ბოსტნეული: ისპანახი, პომიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვა. 
  • ხილი: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვა. 

 ალერგია კი ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება. არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მშობლებს შეუძლიათ.  

  • თუ ბავშვს აქვს ალერგია მტვრის ტკიპაზე მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან.  
  • რბილი სათამაშოები, ხალიჩა, ფარდები მტვერს იბუდებს, ამიტომ ხშირად უნდა გაირეცხოს. ბავშვის საწოლი ოთახი შეძლებისდაგვარად უნდა გათავისუფლდეს ხალიჩების, რბილი ხაოიანი გადასაფარებლებისა, ფარდებისა და წიგნებისგან. 
  • ფუტკრის, ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულებმა არ უნდა იარონ ფეხშიშველმა ბალახზე, არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი.  
  • ცხოველებზე დადასტურებული ალერგიის დროს  

ბავშვი უნდა მოარიდონ ზოოპარკში, ცხოველების მაღაზიებში და გამოფენაზე სიარულს, სასურველია, იშვიათად ესტუმრონ იმ ოჯახებს, სადაც ცხოველები ჰყავთ. 

  • თუ ბავშვს ოდესმე რომელიმე წამალზე ჰქონია რეაქცია, მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს, წამლის განმეორებით დოზაზე შემდგომი ალერგიული რეაქცია პირველზე უფრო ძლიერი და სიცოცხლისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს!  
  • მცენარის მტვერზე  ალერგიის დროს ბავშვი უნდა მოერიდოს მცენარეებთან კონტაქტს. 
  • კვებითი ალერგიის დროს ალერგიული საკვები უნდა ამოღებული იყოს რაციონიდან. 


ჰოსპიტლის დერმატოლოგიის კაბინეტი ექიმთა გუნდს წარმოადგენს, რომელიც უახლესი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს და წლების გამოცდილებაზე დაფუძნებულ მკურნალობის მეთოდებს იყენებს.